კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,07 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,19 პროცენტს შეადგენს

10:56, 22.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,07 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,58 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 739 პირს დაუდასტურდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.

მსგავსი