კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,39 პროცენტს შეადგენს

10:47, 20.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,39 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,93 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 296 პირს დაუდასტურდა, 4 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი