კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,45 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,67 პროცენტს შეადგენს

11:14, 18.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,67 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,45 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,11 პროცენტი.

დღეს საქართველოში „კოვიდ-19“ 2 784 პირს დაუდასტურდა, 2 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

გუშინ, 16 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 123 შემთხვევა გამოვლინდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

მსგავსი