კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,37 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,15 პროცენტს შეადგენს

10:55, 30.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,15 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,57 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 097 პირს დაუდასტურდა, 2 331 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 514 შემთხვევა გამოვლინდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

მსგავსი