კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,29 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,91 პროცენტს შეადგენს

10:47, 20.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,91 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,14 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 662 პირს დაუდასტურდა, 3 534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი