კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,46 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,09 პროცენტს შეადგენს

10:52, 29.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,09 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის  5,46 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,65 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“  2 514  პირს დაუდასტურდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 2 966 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 63 კი გარდაიცვალა.

მსგავსი