კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,07 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,21 პროცენტს შეადგენს

11:06, 26.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,21 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,07 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,93 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 661 პირს დაუდასტურდა, 3 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 69 პაციენტი.

გუშინ, 25 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 090 შემთხვევა გამოვლინდა, 1 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

მსგავსი