კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,99 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,01 პროცენტს შეადგენს

10:51, 27.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,01 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,99 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,48 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი.

მსგავსი