კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,98 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,94 პროცენტს შეადგენს

10:53, 23.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,94 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,98 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,43 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 164 პირს დაუდასტურდა, 3 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი, გარდაიცვალა 52.

მსგავსი