კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,84 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,65 პროცენტს შეადგენს

10:44, 30.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,84 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,04 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 914 პაციენტი.

გუშინ, 29 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 266 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პირი.

მსგავსი