კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,59 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,64 პროცენტს შეადგენს

10:54, 24.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,64 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,59 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,26 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 976 პირს დაუდასტურდა, 3 076 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

გუშინ, 23 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 164 შემთხვევა გამოვლინდა, 3 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 68 კი გარდაიცვალა.

მსგავსი