კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,3 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,41 პროცენტს შეადგენს

10:53, 25.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,41 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,3 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,12 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 090 პირს დაუდასტურდა, 1 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 76 პაციენტი.

გუშინ, 24 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 976 შემთხვევა გამოვლინდა, 3 076 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი