კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 36,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 27 პროცენტს შეადგენს

11:00, 06.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 27 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 36,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 30,65 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 19 098 პირს დაუდასტურდა, 17 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 5 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი გარდაიცვალა 33.

მსგავსი