კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 34,66 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,45 პროცენტს შეადგენს

10:50, 09.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 32,45 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 34,66 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 29,26 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 25 161 პირს დაუდასტურდა, 16 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51კი გარდაიცვალა.

გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 18 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.

მსგავსი