კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,61 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 31,86 პროცენტს შეადგენს

10:54, 08.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 31,86 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 28,31 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 24 616 პირს დაუდასტურდა, 18 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 7 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა გამოვლინდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი