კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 32,82 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,84 პროცენტს შეადგენს

10:51, 10.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 32,84 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 32,82 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  29,93 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 22 44 პირს დაუდასტურდა, 13 245 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 9 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 25 161 შემთხვევა გამოვლინდა, 16 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი