კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,88 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 33,18 პროცენტს შეადგენს

10:58, 12.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 33,18 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 30,88 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,06 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 20 326 პირს დაუდასტურდა, 48 468 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 57 კი გარდაიცვალა.

ამასთან, გუშინ, 11 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 23 675 პაციენტი, გარდაიცვალა 55.

მსგავსი