კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,59 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 31,51 პროცენტს შეადგენს

10:50, 16.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 31,51 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 30,59 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  32,02 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 15 315 პირს დაუდასტურდა, 10 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 15 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 049 შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი