კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,36 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 29,28 პროცენტს შეადგენს

10:49, 05.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 29,28 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 30,36 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 26,16 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 23 134 პირს დაუდასტურდა, 17 594 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 4 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 22 263 შემთხვევა გამოვლინდა, 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

მსგავსი