კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,16 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 27,87 პროცენტს შეადგენს

10:49, 04.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 27,87 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 30,16 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 25,24 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 22 263 პირს დაუდასტურდა, 15 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 23 664 შემთხვევა გამოვლინდა, 8 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 42.

მსგავსი