კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22,65 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 16,61 პროცენტს შეადგენს

10:48, 24.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 16,61 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 22,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  13,08პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 7 947 პირს დაუდასტურდა, 5 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 23 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი