კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20.28 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 15.66 პროცენტს შეადგენს

11:12, 23.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 15.66 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 20.28 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 12.56 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 696 პირს დაუდასტურდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 22 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი