კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 18,38 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 23,93 პროცენტს შეადგენს

11:32, 26.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 23,93% პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 18,38%, ხოლო ბოლო 14 დღის – 27,63%.

დღეს „კოვიდ-19“ 6 236 პირს დაუდასტურდა, 14 909 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი