კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,28 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 14,32 პროცენტს შეადგენს

10:52, 22.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 14,32 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 17,28 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 11,98 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 039 პირს დაუდასტურდა, 5 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 21 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 767 შემთხვევა გამოვლინდა, 5 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მსგავსი