კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 16,58 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 11,73 პროცენტს შეადგენს

11:00, 20.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,73 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 16,58 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  10,9 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 6 351 პირს დაუდასტურდა, 3 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 19 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი