კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 15,55 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 12,76 პროცენტს შეადგენს

10:50, 21.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 12,76 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 15,55 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 11,39 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 8 767 პირს დაუდასტურდა, 5 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 20 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 6 351 შემთხვევა გამოვლინდა, 3 043 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მსგავსი