კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34 პროცენტს, ბოლოს შვიდი დღის კი 10,26 პროცენტს შეადგენს

10:49, 18.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,26 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 13,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  10 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 7 521 პირს დაუდასტურდა, 3 160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 17 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 656 შემთხვევა გამოვლინდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 32 კი გარდაიცვალა.

მსგავსი