კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12,04 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,19 პროცენტს შეადგენს

10:51, 24.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 12,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,15 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი, 64 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 085 შემთხვევა გამოვლინდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი