კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,36 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,06 პროცენტს შეადგენს

10:49, 02.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,06 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,36 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,02 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 5 553 პირს დაუდასტურდა, 4 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ამასთან, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 081 პაციენტი, გარდაიცვალა 44.

მსგავსი