კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,73 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,13 პროცენტს შეადგენს

10:51, 24.10.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,13 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,73 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,06 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

მსგავსი