კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,08 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 10,41 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,08 პროცენტს, ბოლო 7 დღის კი 10,41 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,41 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,08 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,95 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი.

გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა გამოვლინდა, 3 792 პაციენრი გამოჯანმრთელდა, 75 კი გარდაიცვალა.