კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,98 პროცენტს შეადგენს

10:50, 03.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,72 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 034 პირს დაუდასტურდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, ორ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მსგავსი