კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,85 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,85 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,27 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,85 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,33 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.