კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,18 პროცენტია
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,18 პროცენტია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,47 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,18 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,99 პროცენტი.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 595 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი, გარდაიცვალა.