კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,95 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,6 პროცენტს შეადგენს

10:58, 04.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,6 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,46 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 684 პირს დაუდასტურდა, 2 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 034 შემთხვევა გამოვლინდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 86 კი გარდაიცვალა.

მსგავსი