კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,15 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,21 პროცენტს შეადგენს

10:52, 16.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,21 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,15 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,46 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 176 პირს დაუდასტურდა, 2 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 2 515 შემთხვევა გამოვლინდა, 2 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი