კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 5,76 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 5,76 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,48 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,03 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 549 პირს დაუდასტურდა, 1 439 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.