კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 3,65 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 3,65 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,32 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,94 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.