კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 23,87 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 20,58 პროცენტს შეადგენს

10:54, 27.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 20,58 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 23,87 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  16,51 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 17 484 პირს დაუდასტურდა, 3 699 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 26 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 530 შემთხვევა გამოვლინდა, 5 087 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

მსგავსი