კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 21,56 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 22,67 პროცენტს შეადგენს

10:50, 29.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 22,67 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 21,56 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 18,99 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 18 274 პირს დაუდასტურდა, 8 400 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 066 შემთხვევა გამოვლინდა, 5 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მსგავსი