კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,16 პროცენტს შეადგენს

10:56, 15.03.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 1,16 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,41 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,53 პროცენტი.

დღეს კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა, 328 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

მსგავსი