კორონავირუსის გამო, ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლა ხვალიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა
კორონავირუსის გამო, ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლა ხვალიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა

ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლა ხვალიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. ეპიდემიოლოგებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას რეკომენდაციით მას შემდეგ მიმართეს, რაც კორონავირუსი სკოლის სამ მოსწავლეს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 362-ია. რეგიონში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.