კორონავირუსის გამო, „ვიზეარმა“ იტალიასა და ისრაელში ფრენები შეაჩერა 

13:41, 10.03.2020

ახალი კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ იტალიასა და ისრაელში ყველა ფრენა შეაჩერა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება უნგრული კომპანიის ოფისში გააკეთეს.

ფრენები იტალიის აეროპორტებიდან 10 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეწყდება.

ისრაელის შემთხვევაში, თელავივისა და ეილათის აეროპორტებიდან ავიარეისები 12 მარტიდან 23 მარტამდე შეჩერდება.

მსგავსი