კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაშვებული იქნება. როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ვირუსის გავრცელება ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება. შესაბმისად, დამსაქმებლებს შეუძლიათ, თანამშრომლები დისტანციურად ამუშაონ.
„პირის მიერ დაკავებული თანამდებობა თუ იძლევა საშუალებას, რომ მან დისტანციურად იმუშაოს, მაშინ უპირატესობა ამ გადაწყვეტილებას მიენიჭება. როგორც წესი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანხმობით არის დაშვებული, თუმცა შრომის კოდექსი ეპიდემილიოგიური რისკის გათვალისწინებით დაშვებულია გამონაკლისი და დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლა თანხმობის გარეშეც არის შესაძლებელი“, – ნათქვამია საფრანგეთს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის შრომის მინისტრმა მიურელ პენიკომ კი განაცხადა, რომ კარანტინში მყოფი ბავშვების მშობლებს ანაზღაურებად ბიულეტენს გაუხსნიან. მიურელ პენიკოს თქმით, კორონავირუსი ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კონტრაქტების დარღვევის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში, დამრღვევს ჯარიმა არ დაეკისრება.
საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო დაპირდა იმ მოქალაქეებს, რომელთა ბიზნესიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რომ მთავრობა გადასახადებისა და სოციალური ფონდების შენატანების გადახდას გადაავადებს.