კორონავირუსის გამო, საფრანგეთის კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 626 ადამიანია მოთავსებული
კორონავირუსის გამო, საფრანგეთის კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 5 626 ადამიანია მოთავსებული

საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ, გასული წლის 20 აპრილის შემდეგ, რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 193-ით გაიზარდა და 5 626 შეადგინა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, გასული კვირის ბოლოდან საფრანგეთის ხელისუფლებამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანეგთში „კოვიდ-19“-ის 10 793 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 197 ადამიანი.