კორონავირუსის გამო, საფრანგეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს
კორონავირუსის გამო, საფრანგეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

კორონავირუსის გამო, საფრანგეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ავტობუსების გამოყოფაზე, რომელთა საშუალებითაც საფრანგეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები სურვილის შემთხვევაში დატოვებენ ქალაქს.

ახალი კორონავირუსი პირველად სწორედ ქალაქ უხანში გავრცელდა, რის გამოც იქ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

მანამდე, საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა საფრაგეთშიც. ერთ-ერთი ინფიცირებული პარიზშია, ხოლო მეორე ბორდოში.