კორონავირუსის გამო პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემას მხარი დაუჭირა
პოლონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ფოსტით მისცემენ.
პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მოითხოვს, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, 10 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდეს.
მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 230-მა წევრმა დაუჭირა, 226 კი, წინააღმდეგ წავიდა. ამის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ.
ოპოზიცია მოითხოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდოს.
პოლონეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 107 ადამიანი.