კორონავირუსის გამო, პოლონეთის მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა შესაძლოა, ფოსტით მისცენ
კორონავირუსის გამო, პოლონეთის მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა შესაძლოა, ფოსტით მისცენ

კორონავირუსის გამო პოლონეთის მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა, შესაძლოა, ფოსტით მისცენ.

შესაბამისი ინიციატივით პოლონეთის მმართველი პარტია გამოვიდა.

პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს, ოპოზიცია კი ითხოვს, რომ კენჭისყრა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით გადაიდოს.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ვირუსის ეპიდემიის გამო პარტიები საარჩევნო კამპანიის ჩატარებას სათანადოდ ვერ შეძლებენ.

პოლონეთს მმართველი პარტიის ინიციატივა კანონმდებლებმა უნდა განიხილონ.