კორონავირუსის გამო, პოლონეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს
პოლონეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ- მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნებიან პოლონეთი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებისთანავე კარანტინს გაივლიან.
„ჩვენ მოქალაქეებს ვერ მივატოვებთ, თუმცა ამ სიტუაციაში უცხოელებისთვის საზღვარს ღიას ვერ დავტოვებთ“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთს პრემიერის თქმით, ასევე დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი და ზოგიერთი მაღაზია, რესტორნები, ბარები და სამორინეებიც.
50-ზე მეტი მოქალაქის შეკრება აიკრძალება.
პოლონეთში ამჟამად კორონავირუსით 68 ინფიცირებულია გამოვლენილი. ვირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.