კორონავირუსის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კორონავირუსის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ჩვენ არ გვსურს მოქალაქეებს ფუნდამენტური უფლებების ხელყოფა. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კანონით არის გათვალისწინებული, ჩვენ გაერო-სა და ევროპის საბჭოს საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ ვაცნობებთ“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, იონ კიკუმ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 60 დღით ცხადდება, რადგან ევროპისთვის ეპიდემიოლოგიური პროგნოზი პესიმისტურია.

„მე მოხარული ვიქნები, მოვიდე ერთი კვირის შემდეგ და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ვთხოვო, თუ ეს შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა მოლოდვის მთავრობის მეთაურმა.

მოლდოვაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა გამოვლენილი.